გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის   გეგმაფიზიკური დაქიმიური  მოვლენები
ინტეგრირებული  საგნებიქიმია-სუმბაძე,  ბიოლოგია-ყიფიანი
მოსწავლეთა  რაოდენობა  28
განსაკუთრებული  მიდგომის  მოსწავლეები 0
გაკვეთილის  სასწავლო  მიზანი
საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაჩენა. გარე სამყაროზე დაკვირვების, სიახლის აღმოჩენის, შეცნობის უნარის გამომუშავებ
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
მოსწავლეთა მოტივაცია. ინტერესის გაღვივება, ინფორმაციის მოძიების, დასკვნების გაკეთების უნარის ჩამოყალიბება. თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება გაკვეთილზე. მოვლენების შედარება, მათ შორის საერთოს და განსხვავების პოვნა.
 გაკვეთილის თანამიმდევრობააქტივობა 1. გაკვეთილი ტარდება ქიმიის კაბინეტში. კედელზე გაკრულია მოსწავლეთა მიერ შესრულებული, ფიზიკური და ქიმიური მოვლენების ამსახველი ნახატები, რომელიც წინასწარ ჰქონდათ დავალებული.ზ ოგს ლექსი აქვს ამოწერილი, სადაც ჩანს ფიზიკური და ქიმიური მოვლენა.
სამოტივაციო საუბარი.
ვესაუბრები კლასს განწყობის შესაქმნელად. ვსვამ კითხვებს განვლილი მასალიდან, ვაკეთებ აქცენტს ბუნებაში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებზე.
აქტივობა 2 თემასთან დაკავშირებით მასალის გამეორება, ნივთიერებების შედგენილობასა და მათ ურთიერთგარდაქმნაზე.
აქტივობა 3 ჯგუფური მუშაობა.
მსჯელობენ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ მიერ მოგროვილი მასალების მიხედვით. თავიანთი წარმოდგენილი ნახატების პრეზენტაციას აკეთებენ. წარმოდგენილ ლექსებში მიანიშნებენ რომელია ფიზიკური და ქიმიური მოვლენა.
მაგალითად ვაჟა ფშაველას ლექსში
,, ტყეს გუშინ ამწვანებულსა
  ყვითელი ფერი სდებია.
  ყველა იძახის _ აცივდა!
   დაუთოვია მთებია...
         დაბლა წვიმს, ცოტა ზევით კი
         თოვლი მოჰკიდა ხეებსა,
         სახლებში ახალგაზრდები
         ყალიბშია სმენ ტყვიებსა...
... სახლებიდანა ამოდის
   ბოლები როგორც ნისლია
   ერთვიან ღრუბელს ცისასა,
   ვით მონაწყვეტი მისია
         ცეცხლია გაჩაღებული,
         ზედ ხარის იწვის ღვიძლია...”
აქედან მოსწავლე ჩამოთვლის
აქტივობა 4 ჯგუფის ლიდერთა პრეზენტაციები. ლიდერები წარმოადგენენ მაგალითების ჩამონათვალს, ასაბუთებენ თავის აზრს.
აქტივობა 5 მასწავლებლის პრეზენტაცია
ვიყენეფ მასალის შესაჯამებლად (გასამთლიანებლად) გამეორების პრინციპს. მოსწავლეებსვუჩვენებ რამდენიმე ცდას ფიზიკური და ქიმიური მოვლენის შესახებ. (ცდების ჩამოთვლა ბოლოშია ნაჩვენები)
აქტივობა 6 თემასთან დაკავშირებული ძირითადი კითხვების დასმა ნასწავლი მასალის გასაღრმავებლად და გასამთლიანებლად. მაგ: 1. რა არის მოვლენა? 2. რამდენი სახის მოვლენა იცით? 3. რა არის ფიზიკური მოვლენა? მაგალითების ჩამოთვლა. 4. რა არის ქიმიური მოვლენა? მაგალითების ჩამოთვლა. 5. აღნიშნული მოვლენების მნიშვნელობა პრაქტიკაში
აქტივობა 7 შედეგების შეჯამება (დისკუსია კლასთან)
ვაძლევ საშუალებას, გამოთქვან დამატებითი მოსაზრებები, იმსჯელონ ცდის შედეგებზე, გააკეთონ დასკვნები.
ჯგუფებს ეძლევათ დავალებათ თვითშეფასების ტესტები, ხოლო ამის შემდეგ კითხვები მასწავლების მიერ მომზადებული. შემდეგ ჯგუფები თავიანთ მომზადებულ კითხვებს უსვამენ ერთმანეთს და აფასებენ. შემდეგი დავალებით ისინი ახდენენ მოვლენათა შედარებას მოცემული დიაგრამით
საერთო
მსჯელობენ ფიზიკური და ქიმიური მოვლენის მნიშვნელობაზე, ავსებენ ცხრილს.მაგალითად:
შეფასება
შეფასების რუბრიკა
მოსწავლეთა მუშაობა დაფიქსირდება ფოტოაპარატით.
 საკლასო მენეჯმენტი

No comments:

Post a Comment